ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე მიტოვებული შენობა იწვის

თბილისში, ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე მდებარე 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული შენობა იწვის. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში უსახლკარო პირები ცხოვრობდნენ.

ფოტო: „რუსთავი 2“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები