იტალიამ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

იტალიის რესპუბლიკის სენატმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, სენატამდე, 2015 წლის 29 ივლისს, აღნიშულ საკითხს იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატამ უყარა კენჭი.
იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის განცხადებით, ამ დროისათვის ყველა პროცედურა დასრულებულია.
“ყველა პროცედურა დასრულებულია, მანამდე მოხდა დეპუტატთა პალატაში ამ საკითხის განხილვა, დღეს კი, რამდენიმე წუთის წინ, სენატმა დაამტკიცა დოკუმენტი. ამით ყველა პროცედურა დასრულებულია. ვულოცავ საქართველოს”, – განაცხადა სიხარულიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას იტალიის პარლამენტის ორივე შტომ, ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი. იტალიის რესპუბლიკა ევროკავშირის 27-ე სახელმწიფოა, რომელმაც ეს პროცედურა დაასრულა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია სულ ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები