იოჰანეს ჰანი ტერორიზმთან საბრძოლველად მთელ მსოფლიოს მოუწოდებს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის თქმით, ტერორიზმის დღევანდელი სახე ადრინდელ ტერორიზმს არ ჰგავს, ეს ახალი ფენომენია, რომლის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.
“ეს არის ახალი ფენომენი, რომელიც არ არის ტერორიზმის ის სახე, რომელიც ადრე იყო, ამიტომ, მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს. ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ მარტო ვერავინ მიაღწევს იმ შედეგს, რომელიც ჩვენ, ყველას გვინდა, რომ ვიხილოთ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა დადგეს – ამერიკა, რუსეთი და ევროპა. ეს არის მტერი, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ემუქრება”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები