იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებ ანკარასა და მოსკოვს სიტუაციის განმუხტვისკენ

FILE - In this Feb. 5, 2014 file photo, NATO Secretary General Jens Stoltenberg speaks during a media conference at NATO headquarters in Brussels. Top officials from NATO and Russia clashed sharply in public Friday, March 20, 2015 over who is to blame for the dramatically worsened state of East-West relations. (AP Photo/Virginia Mayo, File)

ნატოს გენერალური მდივანი მოსკოვსა და ანკარას სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
საბჭოს სხდომაზე თურქეთის მიერ რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავის “სუ-24”-ს ჩამოგდების საკითხი განიხილებოდა.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო მხარს უჭერს თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
„სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საბჭოს შეხვედრა. ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა თურქეთის ელჩმა მიმდინარე მოვლენებზე, მე ასევე ვესაუბრე თურქეთის პრემიერ-მინისტრს. თურქულმა მხარემ მოგვახსენა რუსეთის ბომბდამშენის მიერ მათი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. მე მაქვს ჩემი მოსაზრება იმ სამხედრო ოპერაციებზე, რასაც რუსეთი ახორციელებს ნატოს საზღვრებთან ახლოს. იმედია, მომავალში მოხერხდება ამ ინცინდენტების თავიდან აცილება. ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის, როგორც ნატოს პარტნიორის, ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს სამხრეთ საზღვრების მონიტორინგს. მე ველოდები რომ შედგება კონტაქტი მოსკოვსა და ანკარას შორის. მოვუწოდებ მხარეებს სიტუაციის განმუხტვისაკენ“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის გამოსვლის თარგმანს “რუსთავი 2” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები