„ისლამური სახელმწიფოს“ ქართულენოვანი ვებგვერდები დაბლოკილია

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ქართულენოვანი ვებგვერდები www.islamgeorgia.com და www.xalifati.wordpress.com დაბლოკილია.
აღნიშნული რესურსები უკვე რამდენიმე საათია მიუწვდომელია.
როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, „ისლამური სახელმწიფოს“ ქართულენოვანი ვებგვერდების დაბლოკვა გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს სხვა საიტების მიმართულებითაც მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აღნიშნულ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ტერორისტები ქართველებს ემუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები