ინტრენეტში რუსული ვერტმფრენის აფეთქების ვიდეო ვრცელდება (ვიდეო)
ინტერნეტში რუსული ვერტმფერნის აფეთქების ვიდეო ვრცელდება, რომელსაც სირიელმა ამბოხებულებმა, სავარაუდოდ, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი ჩამოგდებამდე თურქული ბომბდამშენის მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის „პილოტებს” ეძებდა.
კადრებში ჩანს, რომ ამბოხებულები ვერტმფრენს იმ დროს უხსნიან ცეცხლს, როდესაც ის მიწაზე ჯდება.
ცნობისთვის, რუსული სამხედრო მოერიშის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთმა კატაპულტირებული მფრინავების მოსაძებნად სამაშველო ვერტმფრენები გაგზავნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვეტმფრენი, რომელიც სირიელმა ამბოხებულებმა ჩამოგდეს, სწორედ აღნიშნული სამაშველო ვერტმფრენია.
წყარო: http://news.liga.net