რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თურქეთისგან არანაკლები ტერორისტული საფრთხე მომდინარეობს, ვიდრე ეგვიპტისგან, ამიტომ რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, თურქეთში გამგზავრებისგან დროებით თავი შეიკავონ.
„ჩვენი რეკომენდაცია დღეს მომხდარ ფაქტთან პირდაპირ კავშირში არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში იზრდება ტერორისტული საფრთხე. ეს არ არის იმაზე ნაკლები, რაც ეგვიპტეში შეინიშნება“, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის საჰაერო ძალების მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებას „ტერორიზმის მხარდაჭერა“ და „ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები