სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე დღეს მომხდარ ტერორისტულ შეტევებზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ეგვიპტის ქვედანაყოფმა აიღო. ამის შესახებ გამოცემა „აშ-შარკი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ დანაღმული ავტომობილი ქალაქ ელ-არიშში მდებარე სასტუმროსთან აფეთქდა. ამის შემდეგ კი თვითმკვლელი ტერორისტი სასტუმროს შესასვლელში შევარდა და თავი აიფეთქა. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა.