ახალგაზრდა, რომლის საათი აშშ-ში ბომბი ეგონათ, კომპენსაციის სახით 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მოზარდი, სახელად აჰმედ მოჰამედი, რომელიც სექტემბერში იმის გამო დააკავეს, რომ თვითნაკეთი საათი ასაფეთქებელი მოწყობილობა ეგონათ, კომპენსაციის სახით 15 მილიონ დოლარს ითხოვს. ეს თანხა მას სკოლამ, სადაც სწავლობდა და ქალაქმა, სადაც ცხოვრობდა, უნდა აუნაზღაუროს.
მას შემდეგ, რაც აჰმედი და მისი ოჯახი აშშ-დან საცხოვრებლად კატარში წავიდა, მოზარდმა წერილი დაწერა, რომელშიც მორალური ზარალის ასანაზღაურებლად ქალაქ ირვინგისგან 10, ხოლო სკოლისგან 5 მილიონი დოლარი მოითხოვა. აჰმედი აცხადებს, რომ საათის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო ის საჯაროდ გახდა ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ის სკოლისა და ქალაქისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ აჰმედ მოჰამედმა თვითნაკეთი საათი სკოლაში მიიტანა, რათა საკუთარი ქმნილება მასწავლებლისთვის ეჩვენებინა. სწორედ მასწავლებელმა დაურეკა პოლიციას, რომელმაც მოზარდი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები