საბერძნეთის სკოლებში შესაძლოა, ქართული ენის საპილოტე პროგრამა დაიწყოს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრს ნიკოს ფილისს შეხვდა. ათენში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 20 ნოემბერს, საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრს ნიკოს ფილისს შეხვდა.
საქართველოს ელჩმა ფილისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ერთობლივი წერილი გადასცა. წერილში თამარ სანიკიძე და გელა დუმბაძე საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებას ითხოვენ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართული ენის სწავლების არჩევითი სასწავლო კურსი დაიგეგმება და საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად წარიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები