ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა – ვიდეო

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, სისერო მარტინს გარსიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მხარეებმა ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.
მარტინს სისერო გარსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრაზილიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები