დავით ბორჩაშვილს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებული დავით ბორჩაშვილის ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება.
მარინა გელანტიას განცხადებით, ბორჩაშვილის მდგომარეობა ამჟამად საშუალო სიმძიმისაა. ექიმის თქმით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია.
“პაციენტის მდგომარეობა შემოსვლიდან საშუალო სიმძიმის არის. ის არის ადეკვატური და კონტაქტური. დღეს უკვე დაგეგმილია მისი ოპერაცია. ოპერაციისთვის უკვე ჩატარებულია მოსამზადებელი პროცედურები. რაც შეეხება მის გადაადგილებას, მას მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანება აქვს, რაც თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ იძლევა”, – განაცხადა მარინა გელანტიამ.
მისივე ინფორმაციით, პაციენტს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები