პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ოფიციალურად წარედგინა

მთავრობამ პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის განმავლობაში მიიღებს.
როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მთავრობის წარდგინება პარლამენტში 19 ნოემბერს შევიდა. გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს კანონი სამკვირიან ვადას აძლევს, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ მთავრობა საკითხის განხილვას პარლამენტისგან მიმდინარე კვირის განმავლობაში ითხოვს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარე კვირას კომიტეტებში გაიმართება. ასევე, მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა როგორც უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამ. სავარაუდოდ, საკითხი დასამტკიცებლად პარლამენტში მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები