ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კოკა ფრუიძე ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

“თავისუფალ დემოკრატებს” ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კოკა ფრუიძე შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ვაკის რაიონული ორგანიზაციის ყრილობაზე გახდა ცნობილი. ყრილობა კულტურის ცენტრ “მუზაში” გაიმართა. ყრილობაზე პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თემურ კიკნაძე აირჩიეს.
დელეგატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვაკის მაჟორიტარმა შალვა შავგულიძემ, ასევე პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ. შეხვედრაზე აირჩიეს როგორც ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ისე ორგანიზაციის გამგეობის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები