ნინო გიორგობიანი: მოგმართავთ თხოვნით, ხელს ნუ შეუწყობთ მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი მედიასაშუალებებს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქართველების მისამართით მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებისგან თავშეკავებას ურჩევს.
აღნიშნულ საკითხს გიორგობიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ, ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია“, – წერს გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ Sendvid.com-ზე ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ქართველების მისამართით მუქარის შემცველი ვიდეო გაავრცელა.
სავარაუდოდ, აჭარის რეგიონიდან სირიაში წასული ქართველი მუსლიმანები ვიდეოში აცხადებენ, რომ „ღმერთის წყალობით სულ მალე დადგება ის დრო, როცა ყველას, ვინც ისლამის წინააღმდეგ იბრძვის, თავებს დააჭრიან”,-აცხადებენ ისლამის მებრძოლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები