ვახტანგ მაისაია: ტერორისტები ქიმიურ იარაღს მხოლოდ სირიასა და ერაყში გამოიყენებენ

„ისლამური სახელმწიფო“ ქიმიურ იარაღს სირიისა და ერაყის გარდა ვერსად გამოიყენებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება საქართველოს და მის უსაფრთხოებას, მისი თქმით, ამ ეტაპზე აქ „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტების განხორციელობის დაბალი ალბათობაა. „ის, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ქიმიური იარაღი აქვს, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რადგან ტერორისტებმა სირიაში ის ერთხელ უკვე გამოიყენეს. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობაა, რომ ისევ გამოიყენებენ საომარი მოქმედებების დროს სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე. მისი სხვაგან გამოყენება კი არც ისე მარტივია“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები