ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები იხურება

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები იხურება, – აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მოსალოდნელი ტერორისტული აქტების საფრთხიდან გამომდინარე  მიიღო.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა გააცნო.
როგორც ბელგიის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, ბრიუსელში მომდევნო დღეებში შენარჩუნდება ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში უკვე 2 დღეა დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის მეტროც. ქალაქში კი სამართალდამცავები პატრულირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები