ირანში Washington Post-ის ჟურნალისტი ჯაშუშობისთვის გაასამართლეს

ირანში სასამართლომ The Washington Post-ის ჟურნალისტს ჯაშუშობისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ადგილობრივ მედიაში სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალების შესახებ აღნიშნული არ არის.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, 39 წლის ჯეისონ რეზაიანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – აშშ-ის და ირანის. ის 2012 წლიდან თეირანში The Washington Post-ის ბიუროს ხელმძღვანელობდა. ირანის ხელისუფლებამ რეზაიანი 2014 წლის ივლისში დააკავა, მასთან ერთად კი, მისი მეუღლეც – ეგანე სალეხი. ის არაბთა გაერთიანებულ საემიროში, გაზეთ National-ის ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა. იგივე ბრალდებით თეირანში 2 ამერიკელი ფოტოგრაფიც დააკავეს, თუმცა ისინი ეგანე სალეხისთან ერთად ოქტომბერში გაათავისუფლეს. ჟურნალისტს “მტრულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობასა” და “ანტიირანულ პროპაგანდაში” ადანაშაულებენ. ბრალდებას რეზაიანის მეგობრები დაკოლეგები აბსურდულს უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები