რას ყვება ტერაქტს გადარჩენილი მამაკაცი, რომელიც უნებურად ტერორისტის შველას ცდილობდა
სააგენტო “როიტერი“ პარიზის ერთ-ერთ კაფეზე განხორციელებული თავდასხმისას გადარჩენილი მამაკაცის ინტერვიუს აქვეყნებს.
მამაკაცი ყვება, რომ აფეთქების შემდეგ ის დაშავებულების დახმარებას ცდილობდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან პირველადი სამედიცინო დახმარება ერთ-ერთ თავმდასხმელსაც გაუწია.
მამაკაცის თქმით, მან თავდაპირველად უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დახმარება სცადა, თუმცა მისი პერანგის გახსნისას აღმოაჩინა, რომ დაშავებული თვითმკვლელი ტერორისტი იყო.
“იატაკზე დავაწვინე და მისი დახმარება ვცადე, გულზე მასაჟის გაკეთება მინდოდა, თუმცა მისი ქურთუკის გახსნის შემდეგ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოვაჩინე, მოწყობილობაზე რამდენიმე ღილაკი ანათებდა, უცებ მივხვდი, რომ იმ ადამიანის დახმარებას ვცდილობდი ვინც ცოტა ხნის წინ ჩემი მოკვლა გადაწყვიტა, როდესაც ყველაფერი გავიაზრე მაშველებიც მოვიდნენ“, – აცხადებს მამაკაცი.