ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ორდღიანი გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ნინოწმინდის მიმართულებით მოკლე გზით იმგზავრონ. აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ძლიერი ყინვის, ქარბუქის, უხვი ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო დაიკეტა. ტრანსპორტი ამ პერიოდის განმავლობაში ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები