გლდანში 100 ძირი წიწვოვანი ხე დაირგო

გლდანში, პირველ მიკრო რაიონში, ნანეიშვილის ქუჩაზე, N21-22 კორპუსების მიმდებარედ 100 წიწვოვანი ხე დაირგო.
გამწვანების პროცესში მონაწილეობა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გლდანის რაიონის გამგებელ ბესიკ ქარცივაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო.
„გლდანის რაიონში ხეების დარგვის პროცესი ამ დღეებში დასრულდება. ჯამში ამ რაიონში 13 000 ხე დაირგო უშუალოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული მოსახლეობაც, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ რაიონში, რომელსაც მუდმივად პრობლემა აქვს გამწვანებასთან დაკავშირებით, მომავალ თაობას ექნება მწვანე ეზოები და აქ ცხოვრებაც გაცილებით კომფორტული იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
საშემოდგომო რგვები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. ქალაქის შემოგარენსა და შიდა ტერიტორიაზე 313 000 ხე-მცენარე დაირგვება. გამწვანების ღონისძიებებში მოსახლეობა, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის, გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები