რუსეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მხილებული 11 პირი მოკლეს
რუსეთში, ქალაქ ნალჩიკში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, 11 მებრძოლია მოკლული.
როგორც რუსული მედია კონტრტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, ლიკვიდირებულები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები არიან.
ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.