მცხეთასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მცხეთასთან, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს შსს-ში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით აღიძრა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები