თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი წევრი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, ყველა მათგანი პარიზის ტერაქტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
სპეცოპერაცია ანტალიის რეგიონში ჩატარდა. დაკავებულთა შორის ბელგიის მოქალაქე, მაროკოელი 26 წლის აჰმეტ დაჰმანია. მას პარიზის ტერაქტებისთვის სამიზნეების შერჩევაში ადანაშაულებენ.
სამართალდამცველებმა დააკავეს, ასევე, ორი ეთნიკური სირიელი აჰმეტ ტაჰირი და მუჰამად ვერდი, რომლებიც სირიიდან თურქეთში ყალბი პასპორტებით ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები