ზემო ვეძისის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა

თბილისში, ზემო ვეძისის ქუჩაზე ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად, მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა.
დიდი რაოდენობით მოვარდნილი წყალი ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებში შეიჭრა.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ მაშინვე მიმართეს სამაშველო სამსახურს და წყალკანალს, თუმცა როგორც ზემო ვეძისის მოსახლეობა აცხადებს, ადგილობრივთა დასახმარებლად მისვლა შესაბამისმა სამსახურებმა დააგვიანეს.
ამ დროისთვის დაზიანებული მილი გადაკეტილია და სახლებში წყალი ამოტუმბულია, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდა საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელიც. მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის აღწერა დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები