რაზე ისაუბრეს მხარეებმა – ზურაბ აბაშიძე კრემლის შესაძლო დათმობაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან პრაღაში შემდგარი შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს სატრანზიტო-ავიაციის, საზღვაო გადაზიდვებისა და სახმელეთო მოძრაობის საკითხები.
ამასთან, მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ რუსეთში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემის თაობაზეც.
აბაშიძის განცხადებითვე, კიდევ ერთი დათმობა, რომელზეც შესაძლოა კრემლი წამოვიდეს, არის ტვირთის გადაზიდვა–ტრანზიტის გამარტივება. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პრემიერის წარმომადგენლის ინფორმაციით, საუბარი ამ საკითხზეც შედგა, თუმცა მხოლოდ ზოგად კონტექსტში და მხარეებს დეტალებზე არ უსაუბრიათ.
“ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსეთში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადავდგით. ახლო მომავალში რამდენიმე ჩვენს მოქალაქეს დავაბრუნებთ სამშობლოში. ვფიქრობთ, სავიზო რეჟიმის გამარტივებას ახლო მომავალში და თუ ეს ასე მოხდება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაეხმარება იმაში, რომ თუ მას სჭირდება რუსეთში გამგზავრება, ნაკლები პრობლემებით მოახერხოს ეს.
ვისაუბრეთ სატრანზიტო-ავიაციის საზღვაო გადაზიდვებსა და სახმელეთო მოძრაობის თემებთან დაკავშირებითაც”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.