“დიდი ალბათობით, 15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთვის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, 15 დეკემბერს, ევროკომისია, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გახსნის თაობაზე, დადებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც “ქრონიკის სტუდიაში” სტუმრობისას უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წინაპირობაა შექმნილი.
“მინდა ყველას გასაგონად ხმამაღლა ვთქვა, დღეს არსებობს ყველა საფუძველი იმისა, მაქსიმალური ალბათობით ვივარაუდოთ, რომ 15 დეკემბერს ევროკომისია დადებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გახსნის თაობაზე. ამისთვის ყველა წინაპირობა შექმნილია. ამის დამაგვირგვინებელი ღონისძიებები, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, წინა კვირაში ბრიუსელში წარიმართა”,- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.