ირაკლი ღარიბაშვილი მალიში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მალის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.
„მაშინ, როცა სულ ცოტა დროა გასული პარიზის ტრაგედიიდან, გუშინ მსოფლიო კიდევ ერთი საზარელი ტრაგედიის მომსწრე გახდა. მალიში, ბამაკოში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა ნათელი გახადა, რომ სისასტიკესთან გამკლავება შეუძლებელია ცივილიზებული მსოფლიოს ერთობლივი და უკომპრომისო ბრძოლის გარეშე. საქართველო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად იბრძოლოს კაცობრიობის წინაშე ამ უდიდესი დანაშაულის დასამარცხებლად. ვუსამძიმრებ მალის მთავრობასა და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები