ირმა ინაშვილი შიმშილობას დროებით წყვეტს
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ისინი, ამავდროულად, საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ირმა ინაშვილის განცხადებით, მოშიმშილეთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, თავად ინაშვილი კი, ექიმების რჩევით, შიმშილობას რამდენიმე დღით წყვეტს.
„100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა ამ აქციაში. 100-ზე მეტი კაცი შიმშილობდა და კიდევ იშიმშილებს მთავრობის კანცელარიის შენობასთან. არ შეჩერდება ეს საპროტესტო აქცია, ვინაიდან ხელისუფლება არ აფიქსირებს მკაფიო და საჯარო პოზიციას, ცვლის თუ არა საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავიგოთ ხელისუფლებისგან, რას აპირებს 2016 წელს. ჩემი შიმშილობის მე -13 დღეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ვარ და აუცილებელია რამდენიმე დღით გავეთიშო ამ პროცესს, გადასხმები გამიკეთდეს და სამშაბათიდან ისევ შემოვუერთდები აქციას“,- განაცხადა ინაშვილმა.