პრემიერ-მინისტრმა და ბერნარდ კუშნერმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაზე ისაუბრეს

ბერნარდ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას, – გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
ბერნარდ კუშნერმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები – საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამები დადებითად შეაფასა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალური კონფერენციის – „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო“ როლზე, რომლის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს.
საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს მოხსენებაში გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარდ კუშნერი.
გლობალური ალიანსი ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების ჯგუფია, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებით არის დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები