ხვალ „საბავშვო ევროვიზია 2015“ გაიმართება
ხვალ, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში „საბავშვო ევროვიზია 2015“ გაიმართება. კონკურსში ქართული ჯგუფი „ვირუსიც“ მონაწილეობს, რომელიც სცენაზე მეორე ნომრად წარსდგება.
კონკურსში წელს 17 ქვეყანა მონაწილეობს.
კომპოზიცია „გაბედე“ იმ 17 სიმღერას შორისაა, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები სოფიაში, 15 000-კაციანი აუდიტორიის წინაშე შეასრულებენ.
საბავშვო ევროვიზია 2015-ის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. ტრანსლაცია თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. ხმის მიცემა კი, კონცერტის დასრულების შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ერთი ტელეფონიდან 20 ზარის, ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნაა დაშვებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ზარებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.