გიორგი მარგველაშვილი კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, საარჩევნო გარემო, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და მედიის საკითხები განიხილეს.
როგორც „კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილისა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის განსახილველ თემებს შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და კონფლიქტისპირა რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები