მალის დედაქალაქში სპეცრაზმმა სასტუმროდან 80 მძევალი გაათავისუფლა

80 მძევალი გაათავისუფლა სპეცრაზმმა მალის დედაქალაქ ბამაკოში ოტელ Radisson Blu-დან, რომელშიც დღეს დილით ტერორისტებმა 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მძევალთა გასათავისუფლებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ ჟანდარმერიის ელიტური სპეცრაზმი გაგზავნა.
სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას სამი დაღუპულის შესახებ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერორისტები სასტუმროსთან ავტომობილით მივიდნენ, რომელსაც დიპლომატიური ნომრები ჰქონდა და ოტელში უცხოელი მოქალაქეები, მათ შორის ამერიკელი და ფრანგი დიპლომატები იყვნენ დატყვევებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები