ე.წ. ისლამური სახელმწიფო თეთრი სახლის აფეთქებით იმუქრება
ჯიჰადისტებმა მუქარის შემცველი მორიგი ვიდეორგოლი გაავრცელეს. ე.წ. ისლამური სახელმწიფო თეთრი სახლის აფეთქებით იმუქრება.
ინფორმაციას ამის შესახებ “ფოქსნიუსი” ავრცელებს. “ჩვენ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ვიდეოს ფრაგმენტები მივიღეთ, რომელშიც ორი უცნობი მამაკაცი აშშ-ს ემუქრება. ისინი აცხადებენ, რომ საფრანგეთი პირველი იყო, მომდევნო კი ვაშინგტონი იქნება”, – აცხადებს ტელეკომპანია.