დავით უსუფაშვილი პაატა ბურჭულაძეზე: დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, მასა და პაატა ბურჭულაძეს შორის კონსულტაციები არ გამართულა.
„რამდენიმე თვის წინ, ბურჭულაძის ფონდის ოფისს ვესტუმრე, სადაც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხებზე ძალიან საინტერესო საუბრები გაიმართა ბატონ პაატასთან. მას საინტერესო მოსაზრება ჰქონდა იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა კონფლიქტებში დაზარალებულ ხალხს, სახელმწიფო როგორ შეიძლება დაეხმაროს. მასთან სხვა რაიმე საუბარი არ მქონია და მას ჩემთან არ ჰქონია. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს. არჩევნები ახლოვდება, ეს მხოლოდ ამ ყველაფერზე მიანიშნებს“, – განაცხადა სპიკერმა.
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, გავრცელებულ ინფორმაციას ბურჭულაძე არც უარყოფს, არც ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები