მალის სასტუმროში მძევლების აყვანის დროს უცხოელი დიპლომატები იმყოფებოდნენ
მალის დედაქალაქ ბამოკოში, ტერორისტების მიერ სასტუმროში მძევლების აყვანის დროს, იქ უცხოელი დიპლომატები იმყოფებოდნენ.
„ლაიფ ნიუსის“ ინფორმაციით, მძევლების დიდი ნაწილი აშშ-ის და საფრანგეთის მოქალაქეა. სასტუმროში ასევე ჩინელი ტურისტებიც იმყოფებოდნენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, სასტუმროში ტერორისტები ავტომობილით მივიდნენ, რომელსაც დიპლომატიური ნომრები ჰქონდა.
„ბოევიკები“ თავისუფლად შევიდნენ სასტუმროში, მეშვიდე სართულზე ავიდნენ და იქიდან ცეცხლი გახსნეს. წინასწარი ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. როგორც ჯგუფ Rezidor-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც ოტელების ქსელი ეკუთვნის, მძევლებს შორის 140 სტუმარი და სასტუმროს 30 თანამშრომელია. ასევე ტელეკომპანია „ეი -ბი-სი ნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მძევლებს შოროს ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინის“ 5 თანამშრომელია.