გურჯაანში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.
მომხდარის შედეგად ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები