როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20-23 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთში კი ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება.
„უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, ნალექი ან ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები