მაკა ჩიჩუას იაპონიის ელჩმა უმასპინძლა
საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანიმ და მისმა მეუღლემ თავიანთ რეზიდენციაში უმასპინძლეს. საქართველოში სტუმრად მყოფმა იაპონელმა კალიგრაფისტმა სპეციალურად პირველი ლედისთვის იაპონური ტრადიციული რიტუალის – შოდოს – იაპონური კალიგრაფიის ხატვის ცერემონია გამართა და პირველ ლედის შოდოს რიტუალის თავისებურებები გააცნო. ხელოვანმა შოდოს წერის ექვსი განსხვავებული სტილი გამოიყენა. რიტუალის დასრულების შემდეგ პირველი ლედისთვის ვორკშოპიც გაიმართა.