ზესტაფონის ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ცნობით, ადგილზე არსებული ვითარება, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან და ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.
დახურვის სამუშაოების ფარგლებში პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა მოხდება. ასევე, მდინარე ყვირილას მხრიდან მოეწყობა ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები