პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მოზარდმა თანაკლასელი დაჭრა

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებს შორის ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მე-7 კლასელებს შორის დღეს მოხდა.ჩხუბის შედეგად, მეშვიდე კლასელმა ბიჭმა თანაკლასელი დანით დაჭრა.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, დაჭრის ფაქტი არ მომხდარა, ბავშვებმა უბრალოდ იკინკლავეს და ერთ-ერთი პატარა გაკაწრული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები