თელ-ავივში, „რაშა თუდეის“ ოფისზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა თელ-ავივში, უცნობი ბოროტმოქმედის მიერ ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ ოფისზე თავდასხმის დროს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა რამდენიმე ადამიანს ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
„ჩვენ ოფისში ვიმყოფებოდით, როდესაც ყვირილი გავიგეთ. მაშინვე გარეთ გამოვვარდით. 10-15 წუთის განმავლობაში სრული ქაოსი იყო და რთული იყო იმის დადგენა, რა ხდებოდა. ამის შემდეგ პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლები მოვიდნენ“, – აცხადებს „რაშა თუდეის“ კორესპონდენტი პოლა სლიერი. ამჟამად პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები