მოსკოვში, კიევის სადგურიდან 400-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
მოსკოვში, კიევის სარკინიგზო სადგურიდან 400-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ევაკუაცია ანონიმური ზარის შემდეგ განხორციელდა, რომლის დროსაც უცნობმა სადგურის შენობაში ბომბის შესახებ განაცხადა.
ოთხშაბათს რუსეთში რამდენჯერმე მოხდა ადამიანების ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო. სანქტ-პეტერბურგის 274-ე სკოლიდან 515 მოსწავლის ევაკუაცია მოხდა, დღის მეორე ნახევარში კი 70-მდე ადამიანს მოსკოვში მდებარე მრავალსართულიანი შენობა დაატოვებინეს. ორივე შემთხვევაში ბომბი ვერ აღმოაჩინეს.