საფრანგეთში უსაფრთხოების დამატებითი ზომებისთვის 600 მილიონი ევრო გამოიყოფა

საფრანგეთში უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებითი ზომებისთვის 600 მილიონი ევრო გამოიყოფა. სწორედ ამდენია საჭირო იმ ღონისძიებებისთვის, რაზეც პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის ნაციონალურ კრებაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამის შესახებ საფრანგეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა მიშელ საპენმა განაცხადა.
„დღევანდელი მდგომარეობა თავდაცვის და უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებულ გაძლიერებას საჭიროებს“, – განაცხადა საპენმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის თებერვლამდე გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები