თბილისის ზღვაზე ნაპოვნ გარდაცვლილ მამაკაცს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი
მამაკაცს, რომელიც თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს, წინასწარი ინფორმაციით, ყელი აქვს გამოჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ვინაობა დაადგინა. გარდაცვლილი 30 წლის იყო. მისი ცხედარი უკვე პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.