თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სამართალდამცველებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მამაკაცის ვინაობა დგინდება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემოსაზღვრულია თბილისის ზღვის სანაპიროს დაახლოებით 4 კვ. მ-მდე ფართი.