მინესოტაში ორი წლის წინ დაკარგული დების ცხედრები იპოვეს

აშშ-ს მინესოტის შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მან ორი წლის წინ დაკარგული ორი დის ცხედარი აღმოაჩინა. პოლიციის ინფრომაციით, მათი სხეულები მინესოტის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ ფერმაში აღმოაჩინეს. გაიანა და სამანტა-რაკი 2013 წელის აპრილის შემდეგ არავის უნახავს, დაკარგვის მომენტში ისინი 13 და 14 წლისანი იყვნენ. გოგონების დედა, სანდრა გრაზინი-რაკი პოლიციამ გასულ წელს დააკავა, მაგრამ მან შვილების ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციას ინფორმაცია არ მიაწოდა. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები