ვარშავა-ხურგადის თვითმფრინავი ბულგარეთის ტერიტორიაზე საგანგებოდ დაჯდა

ვარშავიდან ეგვიპტის კურორტ ხურგადის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი ბომბის შესახებ შეტყობინების გამო ბულგარეთში საგანგებოდ დაეშვა. ის ქალაქ ბურგასის აეროპორტში დაჯდა. ბულგარულ ტელეარხ Nova-ს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ეკიპაჟს თვითმფრინავის 64 წლის მგზავრმა შეატყობინა. ამის შემდეგ ეკიპაჟმა ბურგასში დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო. დაჯდომის შემდეგ მგზავრები თვითმფრინავიდან ევაკუირებულები იყვნენ, ხოლო აეროპორტში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა და ის დაიხურა. ამჟამად პოლიცია ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებს, ასევე მიმდინარეობს მგზავრის დაკითხვა, რომელმაც ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული ავიალაინერის გამო და პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შემდეგ ევროპის ბევრ ქვეყანაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მანამდე რამდენიმე ქვეყანამ შარმ-ელ შეიხის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტა, რომელმაც მოგვიანებით კატასტროფა განიცადა. 2 დღის წინ რუსეთმა აღიარა, რომ ავიალაინერი A-321 ტერაქტის შედეგად იყო განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები