ფოთის სტადიონისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონის მითვისების ფაქტზე შპს “ხიდის” დამფუძნებელი დააკავეს – ვიდეო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „ხიდს“ უნდა მოეხდინა ქალაქში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და მისი ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისმა დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, ნახევარ მილიონზე მეტი თანხა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით“,-აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები