მინდია ჯანელიძე: მსოფლიოში მიმდინარე საფრთხეები გავლენას საქართველოზეც ახდენს

ის პროცესები, რაც ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში მიმდინარეობს, გავლენას საქართველოზეც ახდენს, ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “2030”-ის ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა.
როგორც პირდაპირ ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის უმთავრესი საფრთხე, ოკუპირებული ტერიტორიებია.
“ქვეყნის წინაშე ბევრი საფრთხე არსებობს, თუმცა მე გამოვყოფდი ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და საზღვრების ურყეობის წინააღმდეგ. საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები არის მრავალფეროვანი, თუმცა ამ ეტაპზე, ტერორიზმი არის საფრთხე, რომელიც ყველას ერთად აღელვებს და ერთნაირად აწუხებს”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ამასთან, ჯანელიძე აცხადებს, რომ არაერთი ავტორიტეტული გამოკითხვის შედეგებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები